ბიჭი და ბაჭია (ჭ)

ეს ბიჭია. ეს ბაჭიაა. ეს ამ ბიჭის ბაჭიაა. ეს ბაჭია ამ ბიჭისაა.ეს ბაჭია ჭკვიანია. ეს ბაჭია ბიჭს უჯერებს. ბაჭიას და ბიჭს ერთნაირი ჭკუა აქვთ.

ბაჭიას უყვარს ჭამა. ბიჭსაც უყვარს ჭამა. ბაჭია ბევრ საჭმელს ჭამს. ბიჭიც ბევრ საჭმელს ჭამს. ბაჭიას უყვარს ჭარხლის ჭამა. ბაჭიას უყვარს ჭინჭრის ჭამა. ბაჭიას უყვარს ჭანჭურის ჭამა...

ბაჭიას არ უყვარს მჭადის ჭამა. ბაჭიას არც მჭადოს ჭამაუყვარს. მჭადო სოკოა. ბაჭიას არ უყვარს მჭადო სოკოს ჭამა. ბაჭიას არ უყვარს ხაჭო...

ბიჭს არ უყვარს ჭარხლის ჭამა. ბიჭს არ უყვარს ჭინჭრის ჭამა. ბიჭს არ უყვარს ჭანჭურის ჭამა

ბიჭს უყვარს მჭადის ჭამა. ბიჭს უყვარს მჭადოს ჭამაბიჭს უყვარს მჭადო სოკოსა და მჭადის ჭამა. ბიჭს უყვარს ხაჭოს ჭამაც.

 

ბიჭი და ბაჭია სოფელში არიან

ეს ჭაა. ბიჭი და ბაჭია ჭასთან არიან. ბიჭი და ბაჭია ჭის წყალს სვამენ. ბიჭი ჭის წყალს ჭიქით სვამს. ბაჭია ჭის წყალს პატარა ჭურჭლით სვამს.

ეს ჭურია. ბიჭი და ბაჭია ჭურთან არიან. ჭურში ღვინოა, ჭურში ჭაჭაა. ბიჭს არ უყვარს ჭაჭა. ბაჭიასაც არ უყვარს ჭაჭა. 

ეს ჭალაა. ბიჭი და ბაჭია ჭალაში არიან. ჭალაში ბევრი ჭიაა. ჭალაში ბევრი ჭიამაია. ჭალაში ბევრი ჭიაყელაა. ჭალაში ბევრი ჭრიჭინაა. ჭალაში ბევრი ხიჭვია. ბიჭს და ბაჭიას მოსწონთ ჭალაში ყოფნა.

ეს ბიჭის ბაღია. ბიჭი და ბაჭია ბაღში არიან. ბიჭის ბაღში ბევრი ჭადარია. ბიჭის ბაღში ბევრი ჭერამია. ბიჭის ბაღში ბევრი ჭანჭურია. ბიჭს და ბაჭიას მოსწონთ ბაღში ჭადართან ყოფნა