ჭრიჭინა ვაკაჭი (ჭ)

გაზაფხულდა. მიწა გათბა. ბალახი გამწვანდა. ყანებსა და მინდვრებში ურემი აჭრიალდა. ჩიტები  აჭიკჭიკდნენ. ბარტყები აჭყლოპინდნენ. ქათმები აკაკანდნენ. იხვები ახმაურდნენ, გოჭები აჭყივლდნენ. ჭიები მიწიდან ამოვიდნენ. 

ჭრიჭინა ვაკაჭი მინდორში ცხოვრობს. ჭრიჭინებს და ჭრიჭინებს ვაკაჭი. ჭრიჭინით მთელ მინდორს ყურები გამოუჭედა. მაგრამ უყვართ ჭკვიანი ვაკაჭი მეზობლებს. ვაკაჭის ბევრჯერ ჭირში ხელი გაუმართავს ნაირჭამიებისთვის. თვითონაც ბევრი ჭირი და ლხინი უნახავს. ბევრი გაჭირვება გამოუვლია. 

- ვაკაჭი, როგორ არის საქმე

ვაკაჭიმ თვალები მოჭუტა. მზის სხივები თვალებში უჭყიტინებს. ვინ არის ნეტავ? უუჰ, ბეჭო ყოფილა, მეზობელი... ჭარხლის ფოთოლზე გაჭიმულა და მზეს უფიცხებს ბეჭებს.

  • -კარგად, ბეჭო, კარგად! დათბა და გამითბა ბებერი ბეჭები.

ბეჭო გაიკრიჭა და გვერდი იცვალა. თვალებიც მიხუჭა. ჭარხლის ფოთოლზეა გაჭიმული. უუუჰ, დიდი კვაჭია ეს ბეჭო! ჭიქა წყალს არ მოგაწოდებს! თვითონ თუ რამე დასჭირდააა... 

ვაკაჭიმ თვალები მოჭუტა და აჭრიჭინდა. ჭრი-ჭრი, ჭრი-ჭრი... - თვალები აქვს მოჭუტული ვაკაჭის.

 

დაბერდა ვაკაჭი. ბევრი ჭირი და ლხინი უნახავს, ბევრი გაჭირვება გამოუვლია. მაგრამ ვაკაჭი არ გაჭინჭყლდა. ვაკაჭი ჭკვიანია  და კეთილი. ვაკაჭის თავზე ჭერი აქვს და საჭმელი არ აკლია. ნაირჭამიები პატივს სცემენ. აი, გაზაფხულდა. მიწა გათბა. ბალახი გამწვანდა. ყანებში და მინდვრებში ურემი აჭრიალდა. ჩიტები  აჭიკჭიკდნენ. ბარტყები აჭყლოპინდნენ. ქათმები აკაკანდნენ. იხვები ახმაურდნენ. გოჭები აჭყვიტინდნენ. ჭიები მიწიდან ამოვიდნენ. მეტი აღარაფერი უნდა ვაკაჭის.