ციცის და ძიძიას კონცერტი (ძ–ც–წ)

ციცი მოცეკვავეა. ძიძიაც მოცეკვავეა. ციციმ და ძიძიამ ცხრა წლის წინ დაიწყეს ცეკვა. ციცი და ძიძია ცეკვავენ. ციცი და ძიძია ძალიან კარგად ცეკვავენ. ციცი და ძიძია ძალიან სწრაფად და სწორად ცეკვავენ. ციცის და ძიძიას ცეკვა ცეკვის მასწავლებელმა ასწავლა. ციცის და ძიძიას ძალიან მოსწონთ ცეკვის მასწავლებელი.  ციცი და ძიძია ძალიან წარმატებული მოცეკვავეები არიან. ციცი და ძიძია მეცხრე წელია, წარმატებულად ცეკვავენ. ციცი და ძიძია ცამეტი წლისები არიან. წამეტი წლიდან ცხრა წელია ცეკვავენ. ციცისაც და ძიძიასაც ძალიან მოსწონთ ცეკვა.

ციციმ და ძიძიამ წელს ძალიან ბევრი კონცერტი ჩაატარეს. ძიძიამ და ციციმ წელს მეოცე კონცერტი მოაწყვეს. გუშინწინ ჰქონდათ მეცხრამეტე კონცერტი. კონცერტი გუშინწინაც ძალიან წარმატებული იყო. თუმცა, დღეს გაცილებით წარმატებულად წარსდგნენ სცენაზე მაყურებლის წინაშე. კონცერტი, ძალიან წარმატებული გამოდგა.

დღეს კონცერტი მოეწყო ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში. კონცერტზე ციციმ და ძიძიამ წყვილში იცეკვეს. ციცის და ძიძიას ცეკვა ძალიან მოეწონათ. კონცერტის წინ  კონცერტის წინა რეპეტიცია ჰქონდათ. ციციც და ძიძიაც დარწმუნებულები იყვნენ წარმატებაში. კონცერტის წინ ცოტა ინერვიულეს. ციცის ცოტა სიცხემ აუწია, თუმცა კონცერტმა მაინც წარმატებით ჩაიარაძალიან ძნელია კონცერტზე სიცხიანმა იცეკვო. ციციმ და ძიძიამ ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში მეცხრედ იცეკვეს

  • -გილოცავ, გილოცავ! - ულოცავს ციცი ძიძიას.
  • -მეც, მეც, მეც გილოცავ, ციცი! - ძიძიაც ულოცავს ციცის.
  • -ძალიან, ძალიან ძლიერები ხართ, ძალიან, ძალიან მოგვეწონა. ჩვენც გილოცავთ, გილოცავთ ძალიან წარმატებულ კონცერტს! -ულოცავენ მეგობრები წარმატებას ძიძიას და ციცის. 
  • -ციცი, ძიძია, ძალიან გამახარეთ, გილოცავთ, გილოცავთ! - ულოცავს ცეკვის მასწავლებელი წარმატებას მოსწავლეებს.

 

ციცის და ძიძიას ძალიან მოსწონთ, როცა ულოცავენ.