-მწვანე წიგნი?- ეკითხება თათა თათიას მწვანე წიგნზე,- მწვანე წიგნი რა არის?
-მწვანე წიგნი არის წიგნი მცენარეებზე.
-სკოლაში სწავლობ მწვანე წიგნით?
-არა, მასწავლებელმა მწვანე წიგნიდან „წყლის და მარწყვის“ წაკითხვა გვთხოვა.
-აა, სამი წლის წინ მეც ვისწავლე „წყალი და მარწყვი“ მწვანე წიგნიდან.
-მოგეწონა?
-კი, მომეწონა, სწრაფად წავიკითხე და რამდენიმე წუთში წითელ მარწყვზე წერაც დავიწყე.
-მეც მომეწონება, გუშინწინ მწვანე წიგნიდან ნაძვის მწვანე წიწვის შესახებ ვისწავლე. სწავლის მერე მეც დავწერე მწვანე წიწვზე. მასწავლებელს მოეწონა ჩემი ნაწერი. „სასწაულია, ყოჩაღი მოსწავლე ხარ“, დამიწერა მასწავლებელმა ნაწერზე საწერი კალმით.
-ერთი წამით, რომელი საათია?
-ათის ათი წუთია.
-მართლა? წავედი სწრაფად, ათ წუთში სახლში უნდა ვიყო. გუშინწინ ბებია ჩამოვიდა სოფლიდან. ადრე წვება და მინდა მივუსწრო დაძინებამდე.