აუზი


 

დღეს ძალიან ცხელა. მე მცხელა.

მე ძალიან მცხელა.

რა გავაკეთო?

მე შემიძლია წავიდე საცურაოდ.

მე შემიძლია წავიდე აუზზე საცურაოდ.

 

საცურაო აუზი დიდია.

მე ვიცი ცურვა.

მე კარგად ვცურავ.

შემიძლია ვიცურაო დიდ აუზში.

ჯერ მე უნდა დავრეკო.

ტელეფონით უნდა დავრეკო.

 

ნეტავ ღიაა აუზი?

სად არის ტელეფონი?

 

ირეკება! ირეკება!

 

„გისმენთ! “

„საცურაო აუზია?“

„დიახ. რა გნებავთ?“

 

„აუზი ღიაა?“

„დიახ.“

„შეიძლება საცურაოდ მოსვლა?“

„დიახ, შეიძლება.“

„გმადლობთ!“

„არაფრის, ნახვამდის!“

რა კარგია! აუზი ღიაა! ახლავე მივდივარ. ახლა გავგრილდები!