ერთი დღე ზოოპარკში
მოვიდა გაზაფხული. მზე ანათებს.
გარეთ თბილა. ბავშვებს უყვართ გაზაფხული.
გაზაფხულზე ანიკო და ვანიკო ხშირად დადიან ექსკურსიებზე.
ანიკო და ვანიკო ექსკურსიებზე კლასელებთან ერთად დადიან. ბავშვები ექსკურსიებზე ნიკო მასწავლებელს მიჰყავს.
დღეს ნიკო მასწავლებელს ბავშვები ზოოპარკში მოჰყავს.
ზოოპარკი ბავშვების საყვარელი ადგილია.
ზოოპარკი ბავშვების საყვარელი გასართობია.
ზოოპარკში ბევრი ცხოველი და ფრინველი ცხოვრობს.
ცხოველები და ფრინველები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.
დღეს ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან.
დღეს შვლის ნუკრის დაბადების დღეა.
შვლის ნუკრის სახელია ბემბი.
ბემბი დღეს 2 წლის გახდა.
ზოოპარკში დიდი ზეიმი გაიმართა.
ბავშვებმა ბემბის დაბადების დღე მიულოცეს.
- დაბადების დღეს გილოცავთ, ბემბი! - უღიმიან ბავშვები ბემბის.