კარამელი
კარამელით რთავენ ტორტებს. კარამელს უკეთებენ ნაყინს. კარამელით ამზადებენ კანფეტებს. კარამელი გემრიელია.
რა არის კარამელი? კარამელი შაქრისგან მზადდება. შაქარს მშრალად აცხელებენ მაღალ ტემპერატურაზე. შაქარი ლღვება და ფერს იცვლის. შაქარი გალღობის შემდეგ ყავისფერი ხდება და სითხედ გადაიქცევა. ყავისფერი სქელი სითხე კარამელია.
კარამელი ფრანგული სიტყვაა და „შემწვარ შაქარს“ ნიშნავს. კარამელი თაფლს ჰგავს. გაციებული კარამელი გამჭვირვალეა.
ზუსტად არავინ იცის, ვინ გამოიგონა კარამელი. ფიქრობენ, რომ ის პირველად შვეიცარიაში გააკეთეს.
კარამელის სოუსი
დღეს კარამელს განსხვავებულად ამზადებენ. კარამელისგან სოუსს ამზადებენ. კარამელის სოუსს ნაყინისა და ნამცხვრისთვის იყენებენ.
კარამელის სოუსისათვის საჭიროა შაქრის გალღობა. შემდეგ მას რძეს, კარაქს, ვანილს და წყალს უმატებენ.
კარამელის სოუსი ძალიან გემრიელია.
კარამელის კანფეტი
კარამელის კანფეტი ბევრი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია. კარამელის კანფეტი სხვადასხვანაირია: ვაშლის, მარწყვის, ალუბლის და ასე შემდეგ.
კარამელის კანფეტის მომზადება მარტივია. გამდნარ შაქარს ვაშლის, ან სხვა ხილის გემოს ფხვნილი უნდა დაუმატოთ. ამ ფხვნილებს ესენციას უწოდებენ. ესენცია კარამელს სხვადასხვა ხილის გემოს აძლევს. საქართველოში კარამელის კანფეტს „ბარამბოს“ ქარხანაში ამზადებენ. თქვენ მისი გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ.