ირემი

 

შესავალი

\"\" ირემი გარეული ცხოველია და ტყეში ბინადრობს. ის ირმისებრთა ოჯახის წევრია. ირმები ძირითადად ევროპასა და აზიაში არიან, თუმცა მათ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვხვდებით. ის ჩვენთან, საქართველოს მთებშიც ცხოვრობს. ირემი უწყინარი ცხოველია, ადამიანს არაფერს უშავებს. პირიქით, თვითონ ეშინია ადამიანების. ირემი მონადირეებს ემალება, რომ არ ესროლონ და არ მოკლან. ირემი ტყის მშვენებაა, მისი მოკვლა არ შეიძლება. თანაც ირემს ისეთი ლამაზი შვილი ჰყავს, ისეთი საყვარელი, რომ მოსაკლავად კაცი ვერც კი გაიმეტებს. ირმის შვილს ნუკრი ჰქვია.

\"\"

 

ირმის გარეგნობა

ირემი სხვადასხვანაირია. ზოგი ირემი მაღალია, ზოგიც - დაბალი. ისინი მსუქნებიც არიან და გამხდრებიც. ყველაზე დიდი და ძლიერი ირმის სახეობაა ცხენირემი, ყველაზე პატარა ტანისა კი ირემი პუდუა. მამრი ირმები ბევრად უფრო დიდები და მსუქნები არიან, ვიდრე მდედრები. სხეულის ფორმაც ირმებს განსხვავებული აქვთ. მათი სხეულის ფორმა საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული. ირმებს ფეხებზე ჩლიქები აქვთ. ჩლიქები მათ ტყეში სწრაფად სირბილში ეხმარებათ. ირმის კუდი პატარაა და ფაფუკი. მას ძალიან მოკლე ბეწვი აქვს. ზოგ ირემს შავი ბეწვი აქვს, ზოგს კიდევ - ნაცრისფერი. არსებობს ირემიც, რომელსაც დაწინწკლული ბეწვი აქვს. დაწინწკლული ირმები განსაკუთრებით ლამაზები არიან.

\"\"

ირმებს თავზე რქები აქვთ. რქა მხოლოდ მამალ ირემს ამოსდის. ამით ირმის სქესის გამოცნობაც კი შეგიძლიათ. მდედრს რქა არ ეზრდება. არც პატარა შველს აქვს რქები, თუ ის მამრი გაიზრდება, რქებიც ამოუვა.

\"\"

 

კვება

ირმები მცენარეებით იკვებებიან. მათ ძალიან ბასრი კბილები აქვთ და კარგად ძოვენ ბალახს. ირმებს ძალიან უყვართ მწვანე ბალახი, ახალი ფოთლები და და ხის კვირტები. მამრი ირმები მცენარის მაგარ ტოტებსაც ჭამენ, მდედრებს კი უფრო რბილი საკვები ურჩევნიათ. ნუკრი დედის რძით 2 წლამდე იკვებება, ხოლო შემდეგ ირმები ჭამენ ბალახს.

 

ირემი და ადამიანი

\"\" რატომ ეშინია ირემს ადამიანის? იმიტომ, რომ ადამიანი მას ემტერება, მასზე ნადირობს. ირმის ხორცს საკვებად იყენებს, რადგან ის ძალიან გემრიელია. ადამიანი ირმის ტყავსაც იყენებს. ზოგ ქვეყანაში ირემზე ნადირობა აკრძალულია. მაგალითად, საქართველოში ირემზე ნადირობა აკრძალულია. ირემზე მონადირე კი ისჯება.

 

ირემი და კულტურა

\"\" ირემი ძველისძველი ლეგენდების გმირია. ყველაზე მეტად საბერძნეთის კულტურაშია ირემი გავრცელებული. ირემი ბერძნულ კულტურაში ღმერთების მეგობარია. ბერძენი ქალღმერთის, არტემიდას ქანდაკებას ყოველთვის ირემთან ერთად ნახავთ წიგნებში და ნახატებზე. ბიბლიაში კი ირემი საყვარელი და კეთილი ცხოველია. ირემი მითოლოგიური არსებაა.