პალმა

პალმა ტროპიკული მეცნარეა. იგი გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, იმ ადგილებში, სადაც ტროპიკული, ანუ ცხელი ჰავაა. საქართველოში პალმა ძირითადად აჭარის მხარეში ხარობს.

პალმის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და ზოგიერთი მათგანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. პალმის ზოგიერთ სახეობას მოკლედ გაგაცნობთ.

პალმის სახეობები

1

ქოქოსის პალმა - ქოქოსის პალმა ხარობს აზიის ტროპიკულ მხარეებში, ფილიპინებზე და აფრიკის უმეტეს ნაწილში. იგი სითბოს მოყვარული მცენარეა, სიცივეს ვერ უძლებს და 26 გრადუსი სითბოს ქვემოთ კვდება. ამავე ტემტერატურაზე იწყებს ყვავილობას და ნაყოფის გამოღებას. იგი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს და მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მისი მწიფე ნაყოფის მირთმევა. ქოქოსის ნაყოფი, გარდა იმისა, რომ უყვართ ადამიანებს, ძალიან მოსწონთ მაიმუნებსაც. როცა ხიდან მწიფე ქოქოსი ჩამოვარდება, ისინი მოუთმენლად გარბიან მის შესაჭმელად.

კუბის სამეფო პალმა - იზრდება კუბის ხეობებში და იუკატანის ნახევარკუნძულზე. მის ნაყოფს ადამიანები არ ჭამენ, იგი მხოლოდ ღორების საკვებად გამოიყენება. სამეფო პალმას იყენებენ სამშენებლო მასალად და შეშად. პალმის ამ სახეობას ამრავლებენ უმეტესად დეკორატიულ მცენარეებად.

2

კალიფორნიული ვაშინგტონის პალმა - ხარობს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება დაახლოებით 18 მეტრი სიმაღლისა და ხარობს უფრო მეტად კლდოვან ადგილებში. მისი ყვავილი თეთრი ფერისაა, ხოლო ნაყოფიმუქი ყავისფერია. კალიფორნიული პალმაც დეკორატიული მცენარეა, იგი სხვა მხრივ გამოუსადეგარია.

3

ჯუჯა პალმა - პატარა ზომისაა და ხშირად ბუჩქების სახით გვხვდება, მისი ფოთლები მარაოს მსგავსადაა გაშლილი. სიმაღლე 4 მეტრამდე აღწევს. ყვავილები ყვითელი ფერის აქვს და მდედრობით და მამრობით ყვავილებად იყოფა. ჯუჯა პალმის ყვავილობის პერიოდი აპრილიდან ივნისამდე გრძელდება. ჯუჯა პალმები იზრდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. კარგად ხარობს კლდოვან და ქვიშიან ადგილებში. ჯუჯა პალმაც დეკორატიული მცენარეა, მის ახალგაზრდა და რბილ ფოთლებს იყენებენ მწვანილად, ხოლო როცა ფოთლები მაგრდება, მისგან ცოცხებს ამზადებენ.

4

ზეთის პალმა - ხარობს აფრიკაში. მას ძალიან დიდი გამოყენება აქვს: მისგან მზადდება საკვები ზეთი და მარგარინი. ზეთის პალმის ნაყოფი ქლიავის ფორმისაა და დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს. იგი ველურად იზრდება აფრიკაში და ადვილად მრავლდება თესლით. თვითონ პალმის თესლიც სასარგებლოა, მასშიც მოიპოვება პალმის ზეთი, რასაც აფრიკელები ხდიან და საკვებ ზეთად იყენებენ.

5