ცხვარი
ცხვარი არის წყნარი, მშვიდი და უწყინარი ცხოველი. საკუთარი თავის დაცვა საერთოდ არ შეუძლია: კბილები ძაღლივით მჭრელი არ აქვს; არც რქები აქვს ხარივით და ცხენივით ღონიერი ფლოქვიც არ აქვს; კურდღელივით მარდი სირბილიც არ იცის. ერთი სიტყვით, თავის დაცვა არაფრით არ შეუძლია. ამიტომ საბრალო ცხვარი მისი მტრისთვის იოლი ლუკმაა. სწორედ ამიტომ ეძახიან ცხვარს ისეთ ადამიანს, ვინც ძალიან სუსტია და ადვილად ერევა ყველა...
1

2


3
ჩვენს ხალხს ცხვარი იმდენად სასარგებლო ცხოველად მიაჩნია, რომ ფიქრობს, სადაც ცხვარი გაჩნდება და იმრავლებს, იქ სიღარიბე ქრებაო. ეს აზრი ჩვენს ხალხს შემდეგ მოთხრობაში გამოუთქვამს:ცხვარი და სიღარიბე
(ხალხური)
ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე, ფეხები დაუბაკუნა და დაუყვირა:
- ადე, სიღარიბევ, გამეცალე აქედანო!
- რატომ უნდა გაგეცალო? ეს ჩემი სახლიაო!
- შენი კი არა, ჩემია, ახლავე უნდა წახვიდეო!
რომ აღარ გაჩერდა ცხვარი, სიღარიბემ სთხოვა:
- სახლის ნახევარი მაინც დამითმეო.
- არა, არა, ვერ დაგითმობო.
4

ბოლოს სიღარიბე შეეხვეწა: ერთი კუთხე მაინც დამითმეო.
- ვერ დაგითმობ, მთელი სახლი მჭირდებაო!
- რად გინდაო?
- რატომ და - ერთ კუთხეში მე უნდა დავდგე, მეორეში _ ბატკანი უნდა დავაყენო, მესამეში მატყლს დავდებ და მეოთხეში - ყველსო.
5
ადგა სიღარიბე და გაეცალა. მთელი სახლი ცხვარს დარჩა.