მოსკოვი

\"\"

 

შესავალი

1

\"\" მოსკოვი რუსეთის დედაქალაქია. ალბათ, ყველას გსმენიათ მოსკოვის შესახებ. რა გახსენდებათ მოსკოვთან დაკავშირებით? შევეცდები გამოვიცნო... ალბათ კრემლი. კრემლი ხომ მოსკოვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ალბათ ლენინი და მისი მავზოლეუმიც კრემლში... შეიძლება შევცდი და ლენინისა და მავზოლეუმის შესახებ არაფერი გსმენიათ. თქვენ ხომ პატარები ხართ! ლენინის მავზოლიუმი თუ არა, წითელი მოედანი მაინც გეცოდინებათ... არა? მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი? წმინდა ბასილის კათედრალი? ალბათ, ზოგი რამ გაგიგიათ, ზოგი - არა. მოდით, ერთად გავიცნოთ მოსკოვი. ის ხომ ძალიან საინტერესო ქალაქია. ვფიქრობ, დაინტერესდით. შეგვიძლია დავიწყოთ მოსკოვში მოგზაურობა.

 

\"\" მოსკოვის დაარსების ისტორია

2

მოსკოვი მდებარეობს მდინარე მოსკოვზე. მოსკოვის დაარსება იური დოლგორუკის სახელს უკავშირდება. იური მეგობრებთან ერთად მდინარე მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგზაურობდა. დიდი ხნის სიარულის შემდეგ მეგობრები დაიღალნენ და გაჩერდნენ ერთ ადგილას. მეგობრებმა შეისვენეს და ისადილეს. ეს ადგილი მდინარე მოსკოვის ნაპირი იყო. ამ ნაპირზე უამრავი მარწყვი ხარობდა. ამიტომ მეგობრებმა „წითელი სოფელი“ შეარქვეს იმ ადგილს. მდინარეშიც უამრავი თევზი იყო. ძალიან მოიხიბლა ამ ადგილით თავადი იური. მალე გაარკვია, რომ ამ ადგილის მეპატრონე ბოიარი სტეპან კუჩკა ყოფილა. ეს ადგილი ექვსი სოფლისგან შედგებოდა. იურიმ გადაწყვიტა, მიწა ეყიდა, მაგრამ \"\" მეპატრონე ძალიან უხეშად დახვდა. მეპატრონის უხეშობით გაბრაზებულმა იურიმ დააპატიმრა ამ სოფლების მეპატრონე და მისი ოჯახი და დასაჯა. ბოიარს ულამაზესი ქალიშვილი ჰყოლია. ბოიარის ქალიშვილი იურის ვაჟზე დაქორწინებულა, იმ ადგილზე კი იურიმ ქალაქის გაშენება გადაწყვიტა. ქალაქს, მდინარის სახელი, მოსკოვი დაარქვა.

 

საინტერესო ფაქტები მოსკოვი შესახებ

3

ალბათ, გსმენია, რომ მოსკოვი უდიდესი ქალაქია ევროპაში. ალბათ, ისიც გაგიგია, რომ მოსკოვი ყველაზე ძვირი ქალაქია მსოფლიოში. უფრო მეტიც, გაგაკვირვებთ და - მოსკოვში ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში. მდიდარი ადამიანები, ანუ მილიარდერები. მოსკოვში 79 მილიარდერი ცხოვრობს. მოსკოვმა ნიუ-იორკს 3 მილიარდერით აჯობა...

\"\" მოსკოვის მეტროს შესახებ თუ გსმენიათ რამე? ის ძალიან დიდია. ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ის 182 მეტროს სადგურს მოიცავს. მოსკოვის მეტროს სადგურები თავიანთი სილამაზით აოცებენ მნახველს.

 

4

შვიდი დის შესახებ თუ გსმენიათ რამე? შვიდი და გოგონები და ადამიანები არ არიან. შვიდ დას მოსკოვის შვიდ შენობას უწოდებენ. ეს შენობები ერთმანეთს ჰგავს. ამიტომაც დაარქვეს შვიდი და. ეს შენობებია: (1) სასტუმრო უკრაინა; (2) სასტუმრო ლენინგრადსკაია; (3) კუდრინსკაიას სკვერის შენობა, (4) ოქროს ჭიშკრის ადმინისტრაციული შენობა; (5) საგარეო საქმეთა სამინისტრო; (6) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; (7) კატელნიჩესკაიას სანაპიროს შენობები.

\"\"

 

იცოდი თუ არა, რომ მოსკოვის სახელმწიფო ბიბლიოთეკა ყველაზე დიდია ევროპაში და მეორეა მსოფლიოში ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის შემდეგ.

5

ალბათ, გაგაკვირვეთ ამდენი საინტერესო ამბით. მეტსაც გეტყვით. მოსკოვს ყველაზე მეტი პარკი და სკვერი აქვს მსოფლიოში - ქალაქის სიდიდიდან გამომდინარე. იზმაილოვის პარკი ექვსჯერ დიდია, ვიდრე ნიუ-იორკის ცნობილი ცენტრალური პარკი.

სწორედ მოსკოვშია ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღიც ევროპაში.

 

\"\" კიდევ გაგაკვირვოთ? ოსტანკინოს ანძა თუ გაგიგიათ? ოსტანკინოს ანძა ყველაზე მაღალი შენობაა ევროპაში. ოსტანკინოს ანძაც მოსკოვშია.

მოსკოვში სპორტული თამაშებიც ხშირად ტარდება. 1980 წელს მოსკოვში ჩატარდა ოლიმპიადა.

 

\"\"

 

6

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში, მათ შორის მოსკოვშიც, ჩატარდება.

 

მოსკოვის ღირშესანიშნაობები

წითელი მოედანი

წითელი მოედანი მოსკოვის ყველაზე სახელგანთქმული მოედანია. ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით. წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის ცენტრალურ მოედნად ითვლება.

\"\"

 

7

წითელ მოედანზე ადრე მხოლოდ ხის ნაგებობები იყო. მეფე ივანე III-ის ბრძანებით, ეს ადგილი მოასუფთავეს, რადგან ხის ნაგებობებს ხშირად ცეცხლი უჩნდებოდა.

ხანძარი ძალიან ხშირად ხდებოდა მოსკოვში. მალე წითელი მოედანი მოსკოვის მთავარი ბაზარი გახდა. მოგვიანებით კი სხვადასხვა სახალხო დღესასწაული და ცერემონიალი ტარდებოდა წითელ მოედანზე: მეფედ კურთხევა, ქორწილი, დაკრძალვა.

\"\" წითელ მოედანზე უამრავი წითელი ფერის აგურის შენობაა აშენებული. სახელიც ამიტომ დაერქვა „წითელი მოედანი“.

 

8

კრემლი

\"\" \"\" კრემლი წითელი მოედნის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ხშირად კრემლს ამერიკულ „თეთრ სახლს“ ადარებენ. რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა კრემლში საქმიანობს, ისევე, როგორც ამერიკის პრეზიდენტი - თეთრ სახლში. სინამდვილეში კრემლი ციხე-სიმაგრეს ნიშნავს და ის შუა საუკუნეების ციხე სიმაგრეა. უამრავი კრემლი ანუ ციხე-სიმაგრე იყო აშენებული რუსეთის ტერიტორიაზე.

 

9

\"\" \"\" მოსკოვის კრემლი პირველად 1365 წელს აშენდა. ის უდიდესი ციხეა ევროპაში. კრემლში ანუ ციხე-სიმაგრეებში ძველი დროიდან იყო უამრავი სასახლე, სამხედრო სახლი, მაღაზია და სხვა შენობები. კრემლს ქალაქში არსებულ ქალაქსაც უწოდებდნენ. კრემლთანაც არის დაკავშირებული საინტერესო ამბები. მაგალითად, კრემლშია მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარი.

10

კრემლშია აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვემეხი. ქვემეხი იმდენად დიდია, რომ ამ ქვემეხიდან ჯერ არც ერთხელ არ გაუსროლიათ.

ალბათ, იცით, რომ ლენინის მავზოლეუმიც კრემლშია. მავზოლიუმის სანახავად უამრავი ტურისტი სტუმრობდა მოსკოვს.

\"\"

 

\"\" წმინდა ბასილის კათედრალი

წმინდა ბასილის კათედრალი მდებარეობს მოსკოვში, წითელ მოედანზე.

11

ის მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ხშირად წმინდა ბასილის კათედრალიც კრემლის ნაწილი ჰგონიათ. სინამდვილეში ის დამოუკიდებელი ტაძარია. ის აშენდა ივანე მრისხანეს მეფობისას, მე-16 საუკუნეში. ლეგენდის მიხედვით, ტაძარი ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა. იტალიელი არქიტექტორი \"\" ბრმა იყო.

მას სურდა აეგო ისეთი ტაძარი, როგორიც არასდროს არავის არ ექნებოდა აგებული. ტაძარს საინტერესო ფორმის სახურავი აქვს. ტაძარზე ხახვის ფორმის გუმბათები დადგეს, სადაც თოვლი ვერ ჩერდება.

12

ტაძარში ინახება წმინდა ბასილის ნაწილები. წმინდა ბასილი იყო წმინდანი, რომელმაც მოსკოვის 1547 წლის დიდი ხანძარი იწინასწარმეტყველა.