სად მივდივართ


 

საყიდლები

დღეს საყიდლებზე მივდივართ.

რა უნდა წავიღოთ? - ფული.

კიდევ რა უნდა წავიღოთ? - დიდი ჩანთა.

კიდევ რა უნდა წავიღოთ? - საყიდლების სია.

 

 

1

 

სკოლა

დილით სკოლაში მივდივართ.

ხომ ყველაფერი მიგაქვთ? - გვეკითხება დედა.

ხომ არაფერი გრჩებათ? - გვეკითხება დეიდა.

ყველაფერი მიგვაქვს, არაფერი გვრჩება.

 

 

2

 

პიკნიკი

ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე.

რა შეიძლება წავიღოთ? - გვეკითხება მეგობარი

- თერმოსით ყავა.

 

 

კიდევ რა შეიძლება წავიღოთ?

- კალათით ხილი.

 

კიდევ ხომ არაფერი შეიძლება წავიღოთ?

- ბურთი.

3

 

წვეულება

ჩვენ მივდივართ წვეულებაზე.

რა უნდა წამოვიღოთ? - გვეკითხება ელენე.

- ყვავილები.

 

 

- კიდევ რამე წამოვიღოთ? - გვეკითხება რომანი.

- ტკბილეული.

 

4

 

სანაპირო

ჩვენ მივდივართ სანაპიროზე.

რა უნდა წავიღოთ?

მზის ქუდი და სათვალე.

 

 

5

 

არდადეგები

ჩვენ მივდივართ არდადეგებზე.

- რა შეგვიძლია წავიღოთ?

- შეგიძლიათ წამოიღოთ ბევრი წიგნი! - ამბობს დედა.

- არდადეგებზე ბევრი წიგნი უნდა იკითხოთ.

 

6