მეგობრობა
სალომე და ლაშა მეგობრები არიან.
ისინი მეზობლებიც არიან.
სალომე და ლაშა ბაღში ერთად დადიოდნენ.
ისინი სკოლაშიც ერთად დადიან.
სალომე და ლაშა ერთ კლასში არიან.
სკოლის შემდეგ ლაშა ფეხბურთზე მიდის.
სალომესაც იმავე დროს აქვს ცურვა.
ლაშა და სალომე ერთსა და იმავე
სპორტულ კომპლექსში დადიან.
სალომე უფრო ადრე გამოდის ცურვიდან.
სალომეს ცურვის გაკვეთილი ზუსტად ერთ საათში მთავრდება.
ლაშას ფეხბურთის მეცადინეობა უფრო გვიან უმთავრდება.
დღესაც ბავშვები ერთად წავიდნენ სპორტზე.
მოგვიანებით ბავშვებს სალომეს დედა მიაკითხავს.
სალომე შესასვლელში ელოდება ლაშას.
ლაშა იგვიანებს.
სალომე სტადიონზე გავიდა.
სტადიონზე ბავშვები წრეში დგანან.
ლაშა არ ჩანს. ლაშა დაეცა. ლაშამ ფეხი დაიზიანა.
- ძალიან გტკივა? ნუ გეშინია, სულ მალე მოგირჩება,
სულ მალე არც გაგახსენდება! - ეფერება სალომე ლაშას.
- ექიმი უკვე გამოიძახეს. შენ არ შეგეშინდეს, არ მტკივა ძალიან, - ამშვიდებს ლაშა მეგობარს.