უცნაური მცენარეები
ჩვენ ვიცით, რომ მცენარეები ცოცხალი არსებები არიან. ისინი სუნთქავენ, იზრდებიან და კვდებიან. მცენარები ასუფთავებენ ჰაერს. სუფთა ჰაერი კი ჩვენი სიცოცხლისათვის აუცილებელია. ამიტომ მცენარეების გაფრთხილება ჩვენთვის მნიშვ-ნელოვანია. უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა, რომ მათ შესახებ უფრო მეტი გავიგოთ, უფრო მეტი ვისწავლოთ. ამით ჩვენ მცენარეებს უფრო ახლოს ვეცნობით.
ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მცენარეებს. ზოგი მცენარე სახლში გვაქვს, ზოგი კი ბაღში იზრდება. ჩვენ უკვე კარგად ვცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც ჩვენთან ახლოს არიან. მათ გარდა, არსებობენ ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ჯერ არ გვინახავს, ან მათ შესახებ ცოტა რამ თუ გვსმენია. ზოგი მათგანი ჩვეულებრივი მცენარეა, ზოგიც ძალიან უცნაურია. უცნაური მცენარეების შესახებ ისტორიები ბევრ ბავშვს აინტერესებს...
ჰაერში დაკიდებული მცენარეები
თითქმის ყველა მცენარის ფესვები მიწაშია ჩაზრდილი. მიწა აძლევს მათ საკვებს და წყალს. მცენარის ფესვები იღებენ მიწიდან წყალს და საკვებს და მცენარის სხვა ნაწილებს უნაწილებენ. არსებობს ერთი უცნაური მცენარე - მისი ფესვები მიწაში არ იზრდება. ფესვები ჰაერშია დაკიდებული. ეს მცენარე ხეებზე ხარობს. ის საკვებს და წყალს ჰაერიდან ღებულობს.
ხორცის მჭამელი მცენარეები
ჩვენ ბევრი ცხოველი ვიცით, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები კი, როგორც უკვე გითხარით, მიწიდან იღებენ საკვებს. თუმცა არსებობენ ისეთი უცნაური მცენარეებიც, რომლებიც ხორცს ჭამენ. ამ მცენარეს ვენერას ბუზიჭერიას ეძახიან. ბუზიჭერია მცენარე იჭერს ბუზებს და ჭამს მათ. ის ასევე ჭამს სხვა მწერებს, ჭიებსა და ობობებს. მისი ფოთლები ძალიან ჰგავს მახეს. ფოთლები გაშლილი აქვს, როგორც კი რომელიმე მწერი გამოჩნდება და ფოთოლზე დააჯდება, ის მაშინვე დახურავს ფოთლებს. მწერი მახეში ებმება და კვდება. ასე მოიპოვებს ვენერას ბუზიჭერია თავის საკვებ ხორცს. ეს მცენარე უნაყოფო ნიადაგზე იზრდება. ამიტომ საკვების ნაკლებობას ხორცის ჭამით ინაზღაურებს.
კიდევ ერთი ხორცის მჭამელი მცენარეა დროზერა. მცენარე მოწითალო ვარდისფერია. მისი ყვავილები წებოვანი ბუსუსებითაა დაფარული. წებოვანი ბუსუსები მწერებს იკრავს და ჭამს მათ. დროზერა ჭაობიან ადგილებში იზრდება. ეს მცენარე საქართველოშიც ხარობს. თუმცა ყველაზე ხშირად მას ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში შეხვდებით.
ზოგ ყვავილს ძალიან ცუდი სუნი აქვს. ცუდი სუნი კი ძალიან მოსწონთ მწერებს. როგორც კი ისინი ამ სუნს იგრძნობენ, სწრაფად გარბიან მისკენ. მაგრამ შეიძლება ცუდი სუნის მქონე ყვავილი ხორცისმჭამელი მცენარე აღმოჩნდეს. ამ დროს საწყალი მწერები იღუპებიან. მათ მცენარე იჭერს და ჭამს. სტაპელია ძალიან ლამაზი ყვავილია, მაგრამ მას ძალიან ცუდი სუნი აქვს. მისი სუნი აყროლებული ხორცის სუნს ჰგავს. თუმცა ეს სუნი ძალიან უყვართ მწერებს. ამიტომ მწერები სტაპელიას ყოველთვის თავს დასტრიალებენ. სტაპელია ამით სარგებლობს და ადვილად იჭერს მათ.
ქვა მცენარე
ერთ-ერთი უცნაური მცენარეა ქვა-მცენარე. ის მართლაც ძალიან ჰგავს ქვას. ხშირად ქვა-მცე-ნარეებს „ცოცხალ ქვებსაც“ უწოდებენ. „ცოცხალი ქვე-ბი“ მშრალ და ძალიან ცხელ ადგილებში იზრდებიან. ქვების მსგავსი გარეგნობა მათ გადარჩენაში ეხმა-რებათ. როდესაც ცხოველები ამ მცენარეებს ხედავენ,
მათთან არ ჩერდებიან, რადგან ქვები ჰგონიათ.
„ეშმაკის ბრჭყალი“
ეს მცენარე დღესდღეობით გადაშენებულია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონაში ხარობდა. მას საშიში გარეგნობა ჰქონდა. აქაური ინდიელები მისგან კალათებს აკეთებდნენ. ინდიელები „ეშმაკის ბრჭყალისაგან“ აგრეთვე ღობეებს ამზადებდნენ. ეს მათ მტრისგან იცავდათ. მტერი ასეთ ღობეზე გადმოსვლას ერიდებოდა და ხშირად უკან ბრუნდებოდა.
სისხლიანი სოკო
ეს თეთრი სოკო საღეჭ რეზინს ჰგავს. ის უცნაური მცენარეების სიაში თავისი სახელისა და გარეგნობის გამო მოხვდა. სისხლიანი სოკო ძალიან საშიში მცენარეა. ის მომწამვლელია ცოცხალი არსებებისათვის. სოკოს ძალიან ძლიერი შხამი აქვს. მისი შხამით მოწამლული ადამიანის გადარჩენა ვეღარ ხერხდება.
დედამიწაზე ბევრი უცნაური მცენარე და ყვავილია. ზოგი მათგანი საშიშია, ზოგიც -უვნებელი. ისინი საინტერესო უცნაური მცენარეები არიან.