ფიგურული სრიალი

ფიგურული სრიალი სპორტის ძალიან ლამაზი სახეობაა. ამ სპორტს ქალები და მამაკაცები მისდევენ. ისინი ხან ცალ-ცალკე, ხან წყვილებში სრიალებენ ყინულის მოედანზე.

ფიგურული სრიალი მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავია. სპორტსმენები ლამაზ ილეთებს, ნახტომებსა და სალტოებს აკეთებენ. მათ ფეხზე სპეციალური ფეხსაცმელი აცვიათ. ამ ფეხსაცმელებს ციგურები ჰქვია.

ციგურებით სრიალი თავდაპირველად მე-13 საუკუნეში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყეს. პირველი შეჯიბრი ნიდერლანდებში გაიმართა. შემდეგ სპორტის ეს სახეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. შეიქმნა სპორტული გაერთიანება, სადაც 60 ქვეყანა შედიოდა. ეს ქვეყნები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ ფიგურული სრიალის შეჯიბრებებში. ამ გაერთიანებაში დღეს საქართველოცაა. შეჯიბრი ფიგურულ სრიალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროსაც ეწყობა.

ერთი შეჯიბრი 3 დღე გრძელდება. თითოეულ დღეს მოციგურავეს თითო გამოსვლა აქვს. პირველი გამოსვლა მოკლე გამოსვლაა. იგი 2 წუთი გრძელდება. მეორე გამოსვლა უფრო ხანგრძლივია და სამ წუთზე მეტი გრძელდება. მესამე გამოსვლა თავისუფალი გამოსვლაა. სპორტსმენებს შეუძლიათ თავიანთი საკუთარი პროგრამა შეასრულონ. მათ დრო შეზღუდული არ აქვთ.

ფიგურული სრიალისთვის ყინულის მოედნის სიგრძე 70 მეტრი უნდა იყოს, სიგანე კი - 30 მეტრი. ყინულის მოედანზე შეჯიბრის წინ გამოხდილ წყალს ასხამენ. წყალი ყინულს არბილებს და მოციგურავეებიც უფრო კარგად სრიალებენ. ფიგურული სრიალი აძლიერებს სხეულს, ბავშვებს ალერგიისაგან კურნავს. ყინულის მოედანზე ძალიან ცივა, მაგრამ აქ არავინ ცივდება. ფიგურული სრიალის შესწავლას ბავშვები 3 წლის ასაკიდან იწყებენ. მოციგურავეები ყინულზე სრიალს სწავლობენ და თან ერთობიან. სპორტის ეს სახეობა ბევრ ადამიანს უყვარს. ფიგურული სრიალი ადამიანისათვის სასარგებლო სპორტია.