თოკოს და თაკოს დაბადების დღე


პაკო თოკოს და თაკოს მეგობარია. თოკოს და თაკოს სხვა მეგობრებიც ჰყავთ. თუთიყუში, შოკო, თოკოს და თაკოს მეგობარია. კატა ფეფოც თოკოს და თაკოს მეგობარია. შოკო მამამ აჩუქა თოკოს და თაკოს დაბადების დღეზე. ფეფო დედამ აჩუქა თოკოს და თაკოს დაბადების დღეზე. თოკო და თაკო ხომ ტყუპები არიან! მათ ერთ დღეს აქვთ დაბადების დღე. დღეს მათი დაბადების დღეა. შოკო პატარა იყო, როცა თოკოს და თაკოს აჩუქეს. ფეფოც პატარა იყო, როცა თოკოს და თაკოს მოუყვანეს. შოკომ ბევრი სიტყვა იცის უკვე:

“თო-კო, თა-კო, ვა-კო, ვი-კა, ფე-ფო“ - იძახის თუთიყუში. ფეფომ ერთი სიტყვა იცის: `მიაუუუ”. ფეფო და შოკოც მეგობრები არიან. ისინი ერთმანეთს ხშირად ელაპარაკებიან.

“მიაუუუუუუუუუუ“ - ამბობს ფეფო.

“მიაუუუუუუუუუუ“ - იმეორებს შოკო.

თაკო, თოკო, ვაკო, ვიკა, შოკო და ფეფო ერთი პატარა და თბილი ოჯახია.