ბაყაყისა და გველის მეგობრობა

 

ფეფომ, მართალია, მოახერხა თაგუნიას დაჭერა, მაგრამ მაინც მიიჩნევდა, რომ ნამდვილი კატა და თაგუნია სულაც არ იყვნენ ერთმანეთის მტრები. ფეფოს, თოკოს და თაკოს მიერ წაკითხული გველისა და ბაყაყის ამბავი გაახსენდა. ფეფომ ამბავი ვაკასას უამბო:

`ბაყაყი და გველი მეზობლად ცხოვრობდნენ. Oორივეს ბიჭები ჰყავდათ. ერთ დღეს ბაყაყის და გველის შვილიც სათამაშოდ ეზოში გავიდნენ. ორივე მათგანი მხიარულად მიიმღეროდა, როცა ერთმანეთს შეხვდნენ. ბავშვები აღტაცებით შეეგებნენ ერთმანეთს

-მოდი, ერთად ვითამაშოთ! - უთხრეს ერთმანეთს და მთელი დღე მხიარულად გაატარეს.

-ხვალ ისევ ვითამაშოთ, - შეთანხმდნენ მეგობრები, გადაეხვივნენ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაღამებამდე სახლისკენ გასწიეს.

სახლში დაბრუნებულმა ბაყაყმაც და გველმაც მშობლებს მიახარეს:

-დღეს ნამდვილი მეგობარი შევიძინე და ბევრი ვითამაშე!

-ვინ? - ერთნაირი იყო მშობლების კითხვა.

-ბაყაყი! - უპასუხა გველმა.

-გველი! - უპასუხა ბაყაყმა.

Bბაყაყის და გველის მშობლებმა აუკრძალეს შვილებს ერთმანეთთან თამაში, რადგან ზიანს მიაყენებდათ ერთმანეთთან მეგობრობა. ბაყაყს შეეძლო გველის ჩაყლაპვა, გველს კი ბაყაყის დაკბენა.

იმ დღის შემდეგ ბაყაყს და გველს ერთმანეთი აღარ უნახავთ. Gგველმა ვეღარ მოითმინა და სახლში მიაკითხა ბაყაყს. Bბაყაყმაც ძალიან გაიხარა გველის ნახვით:

-მე აკრძალული მაქვს შენთან თამაში, მაგრამ იცოდე, რომ ის დღე, როცა ერთად ვითამაშეთ, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემთვის! - უთხრა გველმა ბაყაყს.

-ჩემთვისაც! - უპასუხა ბაყაყმა. O

ორივე მათგანს მთელი ცხოვრება ახსოვდათ ის დღე და თავიანთი საუკეთესო მეგობარი.

-ხომ ხედავ, გველის და ბაყაყის შვილები მეგობრები იქნებოდნენ, მშობლები რომ არ ჩარეულიყვნენ. Mმე მჯერა, რომ კატა და თაგვიც შეიძლება მეგობრობდნენ და თამაშობდნენ ერთად და პატარა თაგუნას დაჭერა და შეხრამუნება სულაც არ არის კატის მახასიათებელი, - უთხრა საყვედურის ტონით ფეფომ ვაკასას.