მეგობრები
-შენ ხარ ბიჭი, - ეუბნება თაკო პაკოს.
-შენ ხარ გოგო, - პასუხობს პაკო თაკოს.
-შენ ხარ მოსწავლე, - აგრძელებს თაკო.
-შენც მოსწავლე ხარ, - პასუხობს ისევ პაკო.
-შენ ხარ მეზობელი, - ისევ აგრძელებს თაკო.
-შენც მეზობელი ხარ, - ისევ პასუხობს პაკო.
-შენ ხარ მოსწავლე, - ამბობს თაკო.
-შენც მოსწავლე ხარ! - ბრაზობს პაკო.
-შენ ხარ ჩემი სკოლელი, - აგრძელებს თაკო.
-შენც ჩემი სკოლელი ხარ, - იმეორებს პაკო.
-შენ ხარ ჩემი კლასელი, - ისევ აგრძელებს თაკო.
-შენც ჩემი კლასელი ხარ, - ისევ იმეორებს პაკო.
-შენ ხარ ჩემი მეგობარი, - იღიმება თაკო.
-შენც ჩემი მეგობარი ხარ, - იღიმება პაკოც.
`ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ ბავშვები ვართ. ჩვენ მოსწავლეები ვართ. ჩვენ კლასელები ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ!” - იმეორებენ ერთად თაკო და პაკო...