დაძინება


ეს არის პაკო. პაკო არის სახლში. პაკოს აქვს დიდი სახლი. პაკოს აქვს სამზარეულო, მისაღები, კაბინეტი, საძინებელი, აბაზანა და ტუალეტი სახლში. უკვე საღამოა. პაკო აბაზანაში შედის და კბილებს იხეხავს. შემდეგ საძინებელში პიჟამოს იცვამს და საწოლში წვება. პაკო საწოლში წიგნს კითხულობს. წიგნი მეგობრობის შესახებ არის. თოკო და თაკო პაკოს საუკეთესო მეგობრები არიან. პაკოს უყვარს თავისი მეგობრები. თოკოს და თაკოს გამო კითხულობს ამ წიგნს. ამ წიგნშიც სამი მეგობარია. ისინი სკოლაში ერთად სწავლობენ. ისინი ერთად კითხულობენ წიგნებს. ისინი ერთად წერენ რვეულში. ისინი ერთად ხატავენ. ისინი ერთად თვლიან. ისინი ერთად თამაშობენ. ისინი ერთად მღერიან. ისინი სპორტზე ერთად დადიან. ისინი ცეკვაზე ერთად დადიან. ისინი თეატრშიც ერთად დადიან. ისინი კინოშიც ერთად დადიან. ისინი კონცერტზეც ერთად დადიან. ისინი კარგი მეგობრები არიან. პაკო კითხულობს წიგნს და თანდათან ეძინება.