თეატრში


თოკომ და თაკომ პაკო თეატრში დაპატიჟეს. თაკო, თოკო და პაკო თეატრში ხშირად დადიან. თაკოს, თოკოს და პაკოს უყვართ თეატრი. თაკოს და თოკოს მამა ვაკოა. ვაკო მსახიობია. ვაკო კარგი მსახიობია. ვაკო ბევრ საბავშვო სპექტაკლში თამაშობს. დღეს თეატრში საბავშვო სპექტაკლია. დღეს თეატრში `მერი პოპინსს” თამაშობენ. თაკოს და თოკოს მამა მთავარ როლშია. თაკოს და თოკოს მამა სპექტაკლშიც მამის როლს თამაშობს. თაკოს და თოკოს მამას, ვაკოს, სპექტაკლში ჯორჯი ჰქვია. P

თაკოს, თოკოს და პაკოს ძალიან მოსწონთ სპექტაკლი.

- `მერი პოპინსი~ ჩემი საყვარელია სპექტაკლია, - ამბობს თოკო.

- `მერი პოპინსი~ ჩემი საყვარელი გმირია, - ამბობს თაკო.

- ბავშვების მამა ჩემი საყვარელი გმირია. იმ როლს ჩემი საყვარელი მსახიობი თამაშობს, - ამბობს პაკო

ბავშვები კმაყოფილები ბრუნდებიან სახლში სპექტაკლიდან.