სპორტი


თაკოს, თოკოს და პაკოს უყვართ სპორტის გაკვეთილი. პაკო ფეხბურთის გაკვეთილზეა. თოკო კალათბურთის. თაკო კი ჩოგბურთის.

„ფეხბურთი სპორტის ყველაზე კარგი სახეობაა. ფეხბურთზე ბევრს დარბიხარ. Fფეხბურთზე ძლიერად ურტყამ. ფეხბურთზე კარგ პასს აწვდი. ფეხბურთს ჭკუა, ნიჭი, სისწრაფე, ძალა და გამძლეობა სჭირდება~ - ამბობს პაკო და მეგობრებს უმტკიცებს ფეხბურთის უპირატესობებს. „კალათბურთი ყველაზე კარგი სპორტის სახეობაა. კალათბურთზე ბევრს დარბიხარ. კალათბურთზე ისვრი კალათში. კალათბურთზე კარგ პასს აწვდი. კალათბურთს ჭკუა, ნიჭი, სისწრაფე, ძალა და გამძლეობა სჭირდება“, - ამბობს თოკო და მეგობრებს უმტკიცებს კალათბურთის უპირატესობებს. თაკო ჩოგბურთელია. ის ყველაზე კარგად თამაშობს ჩოგბურთს კლასში. „ჩოგბურთი ყველაზე კარგი სპორტია. ჩოგბურთზე ბევრს დარბიხარ. ჩოგბურთზე ჩოგნით ურტყამ პატარა ბურთს ბადის მიღმა და მოწინააღმდეგის მოედანზე. ჩოგბურთს დიდი ოსტატობა, ჭკუა, ნიჭი, სისწრაფე, ძალა და გამძლეობა სჭირდება“, - ამბობს თაკო და მეგობრებს უმტკიცებს ჩოგბურთის უპირატესობებს. „ფეხბურთიც, კალათბურთიც და ჩოგბურთიც სპორტის კარგი სახეობებია!“ _ საბოლოოდ თანხმდებიან მეგობრები.